siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 8:27 PM    
გამომაღვიძა ღამის ალმა, ნელმა და ქურდმა,

ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,

ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა,

ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.


მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი "დალანდი”,

შავი ზღვის ცაზე და ზვირთებზე შეყვარებული;

მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურჯი მანდილი,

ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.


გემით "დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ

და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;

მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ

და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?


გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:

შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!

შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი "დალანდი”
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<