ვიცი მინატრებ, როგორც წვიმას უდაბნოს გზირი, მთავრდება ძილი, უფრო სწორედ მე თვითონ ვმარხავ, შენი თვალების წამწამების ცრემლები - ხშირი ჩემი თვალების წამწამებით იწყება რახან.
იტევ სხეულში ათას ტკივილს და არცერთ სითბოს, პატარა გულში გემატება ჩვეულად ფეთქვა, არაფერს ამბობ, გეცინება და ვხვდები თითქოს გინდოდა (ბევრი არაფერი), "მიყვარხარ" გეთქვა. |