თა-თა, თა-თა, ასო ბგერა "თ", გარეთ ჩემი ამინდია (მგავს), თვალზე კოცნას დაგახატავ თუ მოხვალ, მხარზე დაასვენებ თავს.
თა-თა, თა-თა, ასო ბგერა "თ", ცქერა ისევ მივაბაროთ ცას, დაიღალე?! არაუშავს, რთულ - მანძილსაც კი გადავიტანთ, მწამს.
თა-თა, თა-თა, ასობგერა "თ", მესამეჯერ გიმეორებ, გწერ, გამიბრაზდე ყველაფერზე თუნდ, არაფრისთვის ჩამეხუტე ჯერ. |