გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო; გებრალება ყველა, ვინც კი ატირდება და უბრალოდ, სულ უბრალოდ მადლიანობ. გულო, მართლა იცი თურმე სიყვარული, შენ ერთს ეტრფი, როცა ყველა მადიანობს, დგახარ შენთვის, ტირიფივით განაბული და გაცრეცილ მარტოობით ნაღვლიანობ. დაიბუდებს შენს გარშემოც უკვდავება, უკვდავება ტკივილებზე ვარდიანობს... გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო. |