ჩემს სამყაროში გადაშლილია,
იასმანები მეტად კარგები.
თუ შემოაღებ კარებს ჩემს გულში,
შემიყვარებ და დაიკარგები.
მილიონობით გიჟი ფრაზისგან,
აზრი გრძნობებში დაკარგულია.
ნუ გეგონებათ რადგან ლექსებს ვწერ,
რომ სულში მუდამ გაზაფხულია.
არის ტკივილიც, რომელიც დამაქვს,
არის სევდა და ძველი დარდები.
ფერგადასული, გახუნებული,
ჩემი ცხოვრების ძველი კადრები.
თქვენ ხომ იცით რომ ჩემს სტრიქონებში,
იასამნები გამაფებულან.
დაუბარდნიათ ბაღები ტყემლებს,
ისევ ატმები აფეთქებულან.
მაგრამ ჩემს გულში ზამთარიც ზამთრობს,
თოვლის ფიფქებიც თოვენ ხანდახან.
მაგრამ მე მაინც მიყვარს ცხოვრება,
ამიტომ ვკეტავ გულის დარაბას.
თუ გარისკავ და შემოხვალ გულში,
მე გაგიღიმებ ბაღის ვარდებად.
თუ გადაწყვიტე ჩემი შენობა,
ჩემი ზამთარიც შეგიყვარდება.
მაგრამ ერთია მხოლოდ საფიქრი,
სანამ დაიწყებ გულის შემოვლას,
თუ შემიყვარდი აღარ გაგიშვებ,
ახლა იფიქრე: ღირს რო შემოსვლა?