siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:42 AM    
ქარმა დაჰბერა,

აშალა შენზე ფიქრები,

მიწას ეცემა ცივი წვეთები,

მე ნაადრევად უეცრად გავქრები

და სიკვდილის ვრცელ გზას გავჰყვები.

ჩემი ცხოვრების უკანასკნელ წამს,

მე ამ გრძნობის არ ვიცი რატომ მწამს,

ჩემი სიცოცხლის ბოლო ჟამს,

მაინც იტირებ მე ამის მწამს.

დაბინდდა კვლავ დილა ღამეს დანებდა,

ვიღაც უჩუმრად ტაძარში სანთლეს ანთებდა,

იქუხა,უეცრად ჩემი სული აღელდა,

თუმც მიხაროდა მან უფალთან მახსენა.

მასთან ჩემ მიმართ სიყვარულს ამხელდა

და გრძნობის სისპეტაკეზე ამღერდა,

იწვიმა,გრძნობის წვეთები დაეცა,

ეს მე ვიყავი ჩემი ცრემლებით დასველდა.

გრძნობა მალული და გრძნობა ფარული,

ეჭვით,ღალატით გახდა ჩაგრული,

უკვე ღამეა და ძალზედ გვიანი,

რომ გავხდე კვლავ ადამიანი.

მე აღარა ვარ ადამიანი,

ცხოვრებაც არ არის სამართლიანი,

ყოველთვის ის არის წამგებიანი,

თუ უფრო მეტად შენ გიყვარს ადამიანი.

ახლა ფუჭია ჩემი სხეული,

შენ იყავ აზრი და ჩემი რჩეული,

შენ გაგატანე ჩემი სული და ვარ ეული,

და დავეხეტები ქუჩაში გზაარეული.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<