გვითვალთვალებდა,
თუმცა ყოველთვის,
ალბათ წარსულიც დახუჭავს თვალებს,
მერე იმედებს საგზლად ჩავაწყობთ,
(დიდხანს თუ არა, გვეყოფა ხვალ-ზეგ...)
და როგორც ცაზე ვითვლიდით ვარსკვლავს,
ახლა გავლილი გზის მანძილს ვითვლი,
გვაქვს ჯოჯოხეთი და გვაქვს სამოთხე,
არც აქეთა ვარ და აღარც - იქით...
მერე წერტილად დავტოვებთ აჩრდილს,
აჩრდილს, თან გვდევდა რომელიც ერთ დროს,
გრძელი და სწორი გზა გვქონდა თუმცა,
მუდამ გვერჩივნა მოკლე გზით გვევლო...
გვითვალთვალებდა ადრე წარსული,
ახლა მომავალს ვდარაჯობთ თვითონ
და როგორც მგზავრი, გრძელი დღის მერე,
ბედს, როგორც საგზალს, თანაბრად გიყოფ... |