siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2023-11-30 - 2:57 PM    
შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ,

არა გუშინ გაჩნდი თვალისჩინად,

არამედ მზის ამოენთე ბრწყინვად -

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

იმ დროიდან დაწყებული დღემდე -

როს გათენდა, მზით ანთებულ ზემდეგ

სერზე აველ, მთაწმინდაზე შევდექ,

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი,

ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი -

დიდის გზნებით ასე იყავ სავსე

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

ცხრაას ხუთი. ოქტომბერი. ომი.

ჩემს ახლოს დგას კაცთ ახალი ტომი.

ხელთ უპყრია ლექსთა ჩვენთა ტომი -

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.


მარადისი სიახლე გაქვს ორბის,

ხვეულები გრეხილების ორფის

გამშვენებდა ახლის წინამორბედს

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

სევდიანის და როდესმე ობლის

გულმხურვალე, როგორც ზრუნვა მშობლის,

ხარ აღმდგენი ქალაქის და სოფლის,

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

შენით მღერდა მომღერალი ვეფხვის,

უდარებლად მცოდნე ლექსის ხერხის,

ეს შრიალი იყო მრავალ ვერხვის,

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

შენ სიმები მოგაქვს ჩემი ქნარის,

შენ შეჰხარი თავისუფალ მხარეს,

შრომას ერთგულს, თავდადებულს, ცხარეს,

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

ქალიშვილი შენით მღერდა ჩონგურს,

შენ ჯერუშლელს მაშინ ჰგავდი კოკორს.

აწ სულ სხვა ხარ, არ იმგვარი, როგორც

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ:

რა იყო და რაა ახალ ბრწყინვად, -

ოცდაექვსი საუკუნის წინათ,

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7043

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<