siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 10:35 AM    
siyvaruli.in
ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...
მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,
მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი...

ეს ლექსი შენზეა

ეს ლექსი შენზეა და როგორც ადრესატს,
გიკითხავ, მხარზე როს დაღლილი თავს მადებ,
შენ ძლიერ ლამაზმა, პოეტი მკადრე და
მე სუსტი პოეტი ლექსების თავსხმაში -

უქოლგოდ დარჩენილს არ გინდობ წამითაც,
შენც მოგწონს თითო და ყოველი ბწკარედი,
და ვიდრე გუნება საერთოდ წაგიხდა,
ბოლოჯერ მაკოცე და ისე წახვედი.

რომ უკვე არ მქონდა იმედი და-კაპოს,
და მაინც შენზე ფიქრს, ვერაფრით შევეშვი,
ლექსებიც ტვინიდან თუმც ისე გაკაფე,
ვით მონადირე გზას იკვლევს ტევრებში.

ეს ლექსიც შენია და ვეღარ გიკითხავ...

ბათუმი (საქართველო ბათუმიდან თენდება)

ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს,
ყველა კუთხის გმირობები მსმენია,
საქართველოვ უბათუმოდ ვინა ხარ?!
საქართველოვ ბათუმიც ხომ შენია.

და ფარს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა,
სახელი კი შენ გაგითქვამს იმით რომ,
ისტორია შენი გაშვილიშვილდა.

გახურებულს ზღვა და სხივის ალები,
გშველის როგორც ქალის თბილი ალერსი,
ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები,
ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.

შვილიშვილებს უყვები და ცრემლები,
გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება,
ვაი როგორ ახალგაზრდა ბერდები...
საქართველო ბათუმიდან თენდება.



სანაპიროა

თმა - ნაცრისფერი, შიგადაშიგ შავი - ხრიოკი,
ღია თაფლისფერ თვალებიდან მოგაქვს ფიასკო,
ზიხარ ზღვისპირას, ჟინს და მერე ნერვებს იოკებ,
შენი აურა ორად გულს და მერე ნიავს ჰყოფს.

დაძაბული ვარ, მოიკოჭლებს ჩემში თალია,
სამწუხაროა არ გიზიდავს ვხედავ ”ბავშვები”,
ჩემში მუზა და შენში კიდევ ორი ქალია,
ორი ქალია... ორივეთი მეთამაშები.

სანაპიროა, სისველეა ქვებზე აქა-იქ,
ზიხარ და უკვე გეფიქრება ლექსზე ამავე,
მზემ ისე ფრთხილად შეახო ზღვას მისი ბაქანი,
რომ ზღვამ ინატრა (მეც ვინატრე) მალე დაღამდეს.

მანიფესტი - ანტიბიოტიკი

ღამე ახლა სხვებისთვის არ გათენდეს ეგება,
მავანს ფილტვი გაევსო რითმიანი მოფეტით,
ჩაკვნეტილი ტუჩივით, უცებ სისხლად ეგემათ,
ვერლიბრელთა მხარეში, რომ ბევრია პოეტი.

სიჩუმეა სათუო, ქარი დაქრის ორპირი,
რატომ ვაშა დაოსიზმს, ამირანს კი კარცერი?!
თითებსაც და კალამსაც გაუკეთეს მორფინი,
და მას შემდეგ კომიდან გამოვიდა არცერთი.

ამ ღმერთიან მიწაზე დაჩვევიათ ფეტიში,
ლექსში რითმა ნულია, ნული არის ინდექსიც,
გავლა არ მოგინდება ბოროტში თუ კეთილში,
გავლა არ მოგინდება, ჰოდა გვერდით მივდექი.

მეეჭვება ვერლიბრი, შესწვდეს რითმის კოლონებს,
ახლა ლექსის საზომი შეცვლილია დიოპტრით,
პოეზიის ფიალას შევჭამ ისევ ბოლომდე...
ამ ლექსს ვწერ და სახელად, ვარქმევ ანტიბიოტიკს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<