siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-06-28 - 6:03 AM    
siyvaruli.in
იმ დღიდან ამ დღემდე მართლაც რამდენი დროა გასული . . .ცაც კი დაძველდა . . .იცი? მე არ შევცვლილვარ, ის ვარ ისევ. . .ხანდახან მახსენდება შენი მანერიდან იმ დღეს ჩემთვის აკინძული სიტყვათა მძივი, რომელიც ყელზე მომახვიე გულთან ძალიან. . . ძალიან ახლოს. . . გახსოვს? ის საღამო, ქალაქის ყველაზე მაღალი მთიდან ვიხედებოდით, და ვიხედებოდით როგორც მოხეტიალე შეყვარებულები პარიზის ქუჩებში, და ჩანდა მთა საოცრად ჩვეულებრივი და საოცრად უმნიშვნელო, და ვჩანდით ჩვენ, როგორც მოხეტიალე შეყვარებულები პარიზის ქუჩებში. . გახსოვს? ჩემს ფრაზაზე ''გიჟი ხარ-მეთქი'' და ჩახუტებაზე შენ მიპასუხე ''ჰო, მე გიჟი ვარ, და შენ ულამაზესი, და ხვალ მე უფრო კიდე გიჟი ვიქნები, შენ კი კვლავ ულამაზესი'' .იცი? თითქოს არაფერი შეცვლილა მას შემდეგ და შენც, თითქოს მზის ყოველ ჩასუნთქვაში იმ საღამოდ ისევ მეორდები, მაგრამ ახლა ამ სიტყვებს ფოთლებივით აქვს გამობმული თითო ''მენატრება'' . . .იცი? მე არ შევცვლილვარ, ის ვარ ისევ, დილის უღრუბლო ცაზე, ჩემი თვალებისფერ და შენი თვალებისფერ ცაზე ისევ პატარაბავშვივით მეღიმება და ტერფებიდან ისევ ჟრუანტელი დამივლისხოლმე, ფეხებს ცელქი პირველკლასელივით ვაბაკუნებ, მგონია რომ ერთხელაც, როგორც ზღაპრებში, დავარტყამ მიწას მთელი ძალით და ცაში ავფრინდები. . . ავფრინდები გესმის?ჩემი და შენი თვალებისფერ ცაში ავფრინდები. . .ჰო, ის ვარ ისევ, თხილიანი მსუყე შოკოლადის ჭამის დროს ხელი ისევ მიკანკალებს სიხარბისგან, ტუჩები მეთხიპნება და წამწამებს ხშირხშირად ვახამხამებ გრძნობადაკარგული. . .მელოდრამებში ერთმანეთზე შეყვარებულ პერსონაჟთა ტრაგიკულ ისტორიებზე ისევ მიწყლიანდება ჩემსავით და შენსავით ცის ფერი თვალები, თავს ვხრი და ჩოლკების შიგნიდან სუსტი ხმით ვსლუკუნებ. . . ვსლუკუნებ, სანამ ფინალში საგულდაგულოდ არ დაეწერება ეკრანს გრძნობებზე მანიპულატორი რეჟისორის სახელი და გვარი. მაშინ კი მახსენდება, რომ სცენაა. . . დადგმაა. . . და ვჩერდები.იცი? არ შევცვლილვარ, სულ არ შევცვლილვარ, პირიქით, ყველა გრძნობა გამიორმაგდა. . . და ახლა ჩემში, ყოველი მოქმედება გამომდინარეობს სიტყვებიდან - '' როგორც არასდროს '' . . . და ასე. . . განვიცდი, შევიგრძნობ, მიყვარს, მიხარია, მენატრება, მეღიმება, მე''შენ''ება, მშია, მწყურია, მეძინება, ვფხიზლობ '' როგორც არასდროს '' . . .და. . . როცა ვიყავით ერთად. . . გახსოვს? რა ლამაზი იყო მზე, სანამ ამოდიოდა. . .რა ურაღაცო ვიყავი მე და რა ურაღაცო იყავი შენ სანამ გავჩვენდებოდით. . . რა მორცხვი იყო გაზაფხული მაისამდე, სანამ გაშინაურდებოდა. . . და ჩიტები თბილ ქვეყნებში სანამ გაფრინდებოდნენ რა უძილო ვიყავი გახსოვს? ჰა? გახსოვს?დილით რო ვდგებოდი, ძალიან ადრე ვდგებოდი მათ ჟღურტულზე ნარკომანივით რომ მეკაიფა და ვენებში თითქოს ახამხამებდნენ წუთებს ჯერ გაუთენებელი საღამოსერთა დილები. . . რა საოცრად აწმყოური იყო აწმყო, სანამ გაწარსულდებოდა. . .და რა ლამაზი იყო ყველაფერი, სანამ გაარაფდებოდა. . .იცი? მე ოდესმე დავღვრი ცრემლებს შენს წინაშე, არ მოგაჩვენებ თავს ძლიერად, რადგან მე ის ვარ ისევ, არ შევცვლილვარ. . . ისევ ისეთი სუსტი, გულუბრყვილო სულელი ბავშვი დავდგები შენს წინ, და ვიტირებ ძალიან ძალიან ბევრს და ნახავ თუ რა უქენი ოდესღაც მხიარულ გოგონას !!! . . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<