siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-06 - 7:59 AM    
siyvaruli.in
იცინი. შენს გამო იცინის სამყაროც,
გიყურებს ყველა და მიყურებ დროდადრო,
მინდორში კვალისთვის ფოთლები დავყარე,
მოვირგე პროფილი, ასე ვთქვათ, მოდარდო.

ნელ-ნელა ბათუმში იღვიძებს ზამთარი,
შევეშვით უაზრო ფორიაქს, დავმშვიდდით,
შენ ჩემით დაღლილი სიყვარულს ამთქნარებ
და თვალებს იფშვნიტავ პატარა ბავშვივით.

და ასაკს გადასცდი ბავშვურს და სიცელქეს,
ვიცით რომ ყველაფერს არა აქვს და-კაპო,
შენ ჩემი გრძნობების მინდორში იწექი,
ახლა კი დრო არის ტიტები დაკრიფო.

ვჩურჩულებ სიყვარულს სმენასთან დროდადრო,
შენს გულში კვალისთვის ლექსები დავყარე,
ჩემს პროფილს დღეიდან არ ქვია მოდარდო,
იცინი, ვიცინი, და მთელი სამყარო -

იცინის...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<