siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-06 - 3:11 AM    
გატყდება ნავი მშფოთვარე ზღვაზე,

ატყდება კვნესა-ოხვრა საზარი,

და ამ დროს როგორც ლანდი, ჩვენება,

შორს გამოჩნდება დამხსნელი ჯვარი...

წინ, მეზღვაურო! თუ იგი ჯვარი

მართლა დამხსნელი არ არის შენთვის,

მასზე წამებას და მწარე ჯვარცმას

მაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.

ასე ხანდახან ცხოვრების ზღვაზე,

რაღაც სპეტაკი, უცხო შვენება

ქარიშხლიან და ბობოქარ ღამეს

თეთრი ლანდივით მოგეჩვენება...

წაჰყე, მგოსანო... თუ იგი ტრფობა

მართლა დამხსნელი არაა შენთვის,

მშვენიერ ტანჯვას და ვნების წამებს

მაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<