მოკვდა, როგორც იქნა მოკვდა, მეფე, გაუმარჯოს მეფეს, თბება სოფლის ძველი ოდა, გარეთ ქარიშხლები ყეფენ.
ჩემი თითებივით ცივი, თვალზე მიმეჩვია მზერა, ხეზე ლოლოების მძივი, როგორც საყვარელი ჭერამ -
ჭერამ გადმოვიდა ჩემში... თავი ჩამომადე მხარზე. ასე ჩახუტებაც შემშლის, შემშლის ჩახუტებაც ასე.
დავხრი ევკალიპტებს კენწერ- ოდან... გადატყდება ხმელი, ჩემი სიყვარულით ვერ ვწერ, ჰოდა მიმაჭარით ხელიც.
კუბო შევუკვეთე სივრცეს, თვალი დამიბრმავა ბინდმა, სხეულს ჩემი სული მივცე, მეტი არაფერი მინდა. |