siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 12:54 PM    
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას_
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა;
სიზმრის მოყოლად გაუმხილს მტერს ისტორია
და ყოველ გამეს ტრადიციათ გადაექცა სროლა.

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს ყვავილის სარკეს,
იქ სადაც კვდება მუჯნურობის, ალერსის ნიჭი,
და ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს, რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ, ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე სულელია, სიკვდილი _ ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით, ერთმანეთის ზიზღით , ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდებზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა...

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს,
ქალაქში სადაც ვერ იპოვნეს ადამინი ......
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<