siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 4:27 PM    

ქალი ვარ, სუსტი და მაინც კი ამაყი,

ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად,

სიყვარულს ვუარყოფ, გრძნობებზე თვალს ვხუჭავ

და მაინც ყოველთვის გიყურებ გულიდან...

ქალი ვარ, ამაყი და მაინც გულჩვილი,

შენზე ვწერ, სიტყვები ლექსშიც კი კანკალებს,

ნახვიდან ნახვამდე ეჭვები მაგიჟებს

და უკვე არც ვიცი გავუძლებ სადამდე.

სიყვარულს ვამხელ და სუნთქვას ვწყვეტ მაშინვე,

თან ლამის თვალებიც მიწამდე დავხარო,

რა ვუყო, ხანდახან ბედს ჩუმად მივყვები,

ხშირად კი ჩემს ირგვლივ ტრიალებს სამყაროც...

რა ხშირად ირეკლავს თვალის ფერს ცრემლები,

ცხოვრება როდესმე მაგათაც გააშრობს,

ქალი ვარ, ჯიუტი და მაინც გულჩვილი,

შენ ღმერთმა ნეკნის რომ გაჩუქა სანაცვლოდ...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<