siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 0:11 AM    
siyvaruli.in
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები იმდენად მომხიბვლელნი არიან, რომ მათ ქალურობას მამაკაცური არომატიც ვერ აუფერულებს. ისინი მამაკაცის სპორტული ხაზის პარფიუმერიის ხშირი მომხმარებლები არიან. ქალი–ვერძის სურვილია, ყველასგან გამორჩეული იყოს, შესაბამისად, მას თამბაქოსა და პირველყოფილების ძლიერი სურნელიც უნდა დაჰყვებოდეს. ვერძისთვის არომატი მხოლოდ ყურადღების კონცენტრირებას ემსახურება.

კურო ვერძიგან განსხვავებით მოტკბო არომატს ირჩევს. მათგან ყოველთვის ვანილის, პუდრის, ხილის და ყვავილის სურნელი იგრძნობა. კუროებს მტკიცედ სჯერათ, რომ არომატი სულის სურნელია. ამიტომ კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები წლების განმავლობაში ხილისა და მცენარეების სუნის პარფიუმერიას ხმარობენ. თუ პარფიუმერიის ჩუქებას გადაწყვეტთ, ყოველთვის შეეკითხეთ მას, ხილის თუ მცენარის სურნელი ურჩევნია.

ტყუპები, ბუნებით როგორი ცვალებადებიც არიან, ისეთივე ცვალებადია მათი პარფიუმერიის სურნელიც. ისინი მოდის ყველაზე დიდი მიმდევრები არიან. თუ სურვილი გაქვთ, ქალ–ტყუპს საჩუქარი გაუკეთოთ, აირჩიეთ ახალგაზრდული ხაზი - ოზონის, მწვანე ჩაის ან ვაშლის სურნელის პარფიუმერია. ქალი–ტყუპები ყოველთვის ყურადღებით იღებენ რჩევებს.

თუ ქალზე ოდესმე იტყვით, მას „ივნისის დილის სურნელი ასდის", იცოდეთ, ეს ქალი კირჩხიბია.ქალი–კირჩხიბები კი მხოლოდ საკუთარ გემოვნებას ეყრდნობიან. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებისეულ ეტაპებს, ადამიანებს. ამიტომაც სიამოვნებთ ახლობელი ადამიანებისგან საჩუქრების მიღება. ქალი–კირჩხიბი უპირატესობას ყვავილოვან არომატს და ტყის სურნელს ანიჭებს.
ლომები ყოველთვის ექსკლუზივს ამჯობინებენ. მათ ყურადღებას მოდური სურნელით ან დიზაინერული ფლაკონით ვერ მიიქცევ. უნიკალური და განუმეორებელი არომატები, რომლებიც ერთი კონკრეტული ხაზისთვისაა დამახიასიათებელი, - აი, ქალის ლომის არჩევანი. ლომი–ქალი ყოველთვის ყველაფერს ძვირადღირებულს ირჩევს. თუ მისთვის პარფიუმერიის ჩუქებას გადაწყვეტთ, საჩუქარიც მეფური უნდა იყოს.

ქალწულები მსუბუქი სურნელის მოყვარულები არიან. ნებისმიერ ძვირადღირებულ ტანის მოვლის საშუალებას სხეულის ბუნებრივი არომატი ურჩევნიათ. ქალწულებისთვის გადაწყვიტეთ საჩუქრის გაკეთება? არ შეგეშალოთ: მძაფრი ან ტკბილი სურნელის პარფიუმერია არ აარჩიოთ.

სასწორებს არა მარტო თანამედროვე და პოპულარული პარფიუმერული ხაზი იზიდავთ, ისინი ცდილობენ გარშემომყოფთა გემოვნებაც დააკმაყოფილონ. ისინი ყოველთვის ჰარმონიისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ სურნელი მათთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ცნობილია, რომ შემოდგომის ქალები მომძაფრო-მოტკბო სურნელს ამჯობინებენ, სასწორები კი, სტერეოტიპებს ანგრევენ და ნაზ და მსუბუქ არომატებს ირჩევენ.

სექსუალური ქალი–მორიელი ყოველთვის მდიდარი ფანტაზიით გამოირჩევა. ის არასოდეს ირჩევს მსუბუქ და ნაზ არომატს. აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი მოტკბო არომატი და ნელსაცხელებლები - ქალი–მორიელის სტიქიაა. ეს ქალბატონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარშემომყოფებს კარგად დაამახსოვრდეთ.

მშვილდოსანი ქუჩის ყველა კუთხეში ყიდულობს პარფიუმერიას. სურნელს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რაოდენობა. ძვირადღირებული და დიდი რაოდენობის პარფიუმერია მისთვის პრესტიჟის და სიმდიდრის აღმნიშვნელია. მოტკბო, მძაფრი, ქალური, არომატს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.ფასს, კი...

მოტკბო-ქალური თუ ზღვის და ოზონის სურნელის შეგრძნება, არომატს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მასზე თქვან, რომ ეს კლასიკაა. ამ შეფასების გაგონებისთანავე ქალი თხის რქა აირჩევს ბრენდს და მთელი ცხოვრება მისი ერთგული რჩება.

მერწყულისთვის მთავარია დევიზი - შეუსაბამო მისაღები გახადოს. მოტკბო სურნელის ტანის კრემი ნაზი სურნელის პარფიუმთან ერთად? მერე რა, ეს მერწყულის სტილია. ისინი მთელი ცხოვრება საუკეთესო ექსპერიმენტატორებად რჩებიან.

თევზი მთელი ძალით ცდილობს საკუთარ ქალურობას ხაზი გაუსვას. რომანტიკა და სენტიმენტალურობა - ერთი სიტყვით ასე ხასიათდება ქალი–თევზის სურნელი. მათთვის იდეალური სურნელი ყოველთვის რაღაც მოვლენას უკავშირდება.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<