siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:02 PM    
siyvaruli.in
სანამ ჯერ ისევ გოგონა ხართ, ეს უნდა იცოდეთ. იცოდეთ, რომ შეცვალოთ რამე, ან არ დაუშვათ. იცოდეთ, სანამ მეხი არ გავარდნილა და შემდეგ არ გითქვამთ, რატომ არ მითხარით აქამდე, სად იყავით, რატომ არ გამაფრთხილეთო.
მაშ ასე, როგორი ქალები არ უყვართ კაცებს:

"სტერვა"
ნამდვილი "სტერვები", რომლებიც საწოლიდან საწოლში გადადიან. ამის გამო შეიძლება სხვა სახელიც ეწოდოთ. მათ ყველა კაცის დაპყრობა სურთ, სულ ერთია, ცოლინია თუ არა მამაკაცი, რამდენია და სად. ასევე სულერთია რას ფიქრობენ მასზე, ოღონდ თავისი წილი მოფერება და სექსი მიიღონ, ხოლო დანარჩენი წყალსაც წაუღია.

ისინი ძალიან სექსუალურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ სულ ერთია ვისთან გააბამენ ნაცნობობასა და კავშირს. მამაკაცები გიჟდებიან მათზე, ნახულობენ მათთვის დროს და შეუძლიათ აჩუქონ ყველაფერი, მაგრამ ცოლად ასეთები არ მოყავთ, თუმცა სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს თავისი გმირობის ამბებს. ასეთ ქალებს სიყვარული არ სჭირდებათ – მხოლოდ სექსი. რასაც იღებენ კიდეც. თუ ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ და არ გინდათ მარტო დარჩეთ, ხოლო თავში მხოლოდ სექსი გიტრიალებთ, უნდა შეჩერდეთ!

მიმოზა
ასეთი ქალი ირჩევს კარგ, ნაზ და მზრუნველ მებაღეს სქელი საფულით, რომელიც სულ მის ფეხებთანაა განრთხმული: თავს ევლება, ესათუთება, იცავს, და შემდეგ ხშირად გარბის. ასეთ ქალებს უყვართ საღამოები სანთლების თანხლებით, ყვავილები ვაზებში, მუდმივად სიყვარულის ახსნა, თუნდაც უკვე დაზეპირებული სიტყვებით, სინაზე. მათ იმდენად არ აინტერესებთ საწოლი საყვარელ მამაკაცთან ერთად, რამდენადაც თაყვანისცემა.

იგი გამუდმებით ზრუნვას მოითხოვს, მუდმივ დაძაბულობას, და არ ესმის, რომ ცხოვრება – მხოლოდ ურთიერთობის სიხარული არ არის, რომელიც სულ სავსე იქნებოდა მოულოდნელობებით. იგი რომანტიულია, მეოცნებე, მარგამ მუდმივი თაყვანისცემა შეიძლება მობეზრდეს მამაკაცს. ასეთს ეყვარება მამაკაცი მხოლოდ ერთი პირობით: თუ ის ყოველთვის თბილი იქნება, ყოველთვის ყველაფერში უზრუნველყოფს, ცხოვრების მაღალ დონეს შეინარჩუნებს.

ხოლო თუ რამე ისე არ მოხდება, ასეთი ქალი იქცევა ავ, ბოროტ, მუდმივად გაბრაზებულ, ყველაფრით უკმაყოფილო ქალბატონად. იგი უკვე უმწეო არსებად იქცევა.
რჩევა: ნუ შეაფასებთ მამაკცს ასეთი საზომით. სქელი საფულეც შეიძლება გათხელდეს, და რომანტიული მამაკაციც შეიძლება გაფრინდეს, როგორც ჩიტი შემოდგომაზე.

დედამიწის ცენტრი
ეგოისტური ნატურები, მხოლოდ თვითონ და თავისთვის. ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ აიტანს. გვამებზე გადაივლის, და მაინც იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა. "თეთრზე" - "შავს" იტყვის. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებთ, მაშინვე გაგაკმენდინებთ. მამაკაცები, რომლებიც ასეთ ქალებთან რჩებიან, საბოლოოდ ვერ იტანენ ვერც მას და ვერც საკუთარ თავს, კარგავენ საკუთარ "მეს", და აბსოლუტურად არაფრის მაქნისნი ხდებიან. ასეთი ქალები თვლიან, რომ დედამიწა მათ გარშემო ბრუნავს. ასეთებთან რთულია ცხოვრება.

ის სხვების აზრს არ ითვალისწინებს. მიუფურთხებია სხვისი აზრისთვის. ნამდვილი როკაპია. მაგრამ თვითონ არ შეარჩია? ალბათ ლამაზი იყო, ან კარგი იყო საწოლში, ან ძალიან უყვარდა, რადგან ყველაფერზე თანახმა იყო. მერე მიხვდა სადაც ამოყო თავი, მაგრამ გვიანღა იყო. ძლიერი კაცი გაიქცევა, ხოლო სუსტი ეგრეც დარჩება მის კაბაზე გამობმული, და მთელი ცხოვრება მისი და საკუთრი თავის წყევლას მოუნდება.

მიეცი მას თავისუფლება, სიტყვა მაინც ათქმევინე. ნუ აქცევ კაცს იატაკის ტილოდ. შეხედე, როგორი უბედურია შენს ხელში. საკუთარი "მე" სამსახურში წარმოაჩინე. მაღაზიაში, დაქალებთან, ხოლო შენს ქმართან ცოტა რბილი იყავი.

ნაცრისფერი თაგვი
ისეთი წყნარია, შეუმჩნეველი, მზად არის ქმარს ფეხებში გაეგოს, ყველაფერში ქედი მოხაროს. იგი წინასწარვე ყველაფერზე თანახმაა, მისი აზრი შეგიძლიათ არ იკითხოთ, ყველაფერზე მაინც თავს უქნევს ქმარს. ის ყველაფერს აიტანს, ყოველთვის ერთგული იქნება თავისი ბატონის. იგი უკვე მადლობელია თავისი ქმრის, იმიტომ, რომ ის ამოარჩია და ის შეირთო ცოლად. ხშირად ეს იძულებით ხდება(დაორსულების შემთხვევაში). და ეშინია რა, თავისი კერპის დაკარგვის, უფრო არარობად იქცევა. იგი მადლობელი იქნება გადაგდებული ძვლისთვისაც კი.

მაგრამ ქმრებს არ შეუძლიათ დააფასონ ასეთი ერთგულება, რადგან ეს ქალი უკვე მათი საკუთრებაა, მისი მონა. მან თავისი ღირსება სიყვარულის სამსხვერპლოზე დადო და თვითონვე გახდა სიყვარულის მსხვერპლი.
რჩევა: არ არის საჭირო გახდეთ ასეთი "ჩვარი", თორემ შეცოდების მეტს ვერაფერს მიღებთ.
კარიერისტი
იშვიათად, მაგრამ ასეთებიც შეგხვდებათ. იგი ბრძოლისკენ მიისწრაფვის, ებრძვის ყველას, საკუთარი კანიდან ძვრება, რომ მდგომარეობას მიაღწიოს. ხოლო ოჯახი ყოველთვის მეორე ადგილზე რჩება. ურეკავენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სთხოვენ რჩევას, ელოდებიან განკარგულებებს. და ისიც, ასეთი საქმიანი, ვერაფრით მშვიდება. ამ ყველაფერს ფულისათვის კი არ აკეთებს, არამედ პრესტიჟისათვის, საკუთარი "მე"-სათვის. მას უბრალოდ ხელმძღვანელობა უნდა, უნდა ყოველთვის სიმაღლეზე იყოს. მას სურს, რომ ყოველთვის მასზე ილაპარაკონ, ეშინოდეთ, რომ სხვები დამოკიდებულნი იყვნენ მასზე.

ქმარს ეშინია, მაგრამ ხმას ვერ იღებს. რატომ ჩაერიოს? ასეთს ვერ შეეკამათები, ისე მიგიმწყვდევს კუთხესთან, ისე გამოგლანძღავს, რომ ხმის ამოღაბასაც ვერ მოახერხებ. მის წინ ისე იდგები, როგორც მოსწავლე მასწავლებლის წინ. ასეთი ქალი საწოლშიც კი არ მოეშვება თავის სამსახურზე ლაპარაკს.

ცოტა ვინმეს თუ მოეწონება ასეთი რამ. კაცი - კაცია! მას სურს თავისი ავტორიტეტი გამოავლინოს, მაგრამ უკაცრავად... ხშირად ის ოჯახში რჩება, მაგრამ ყოველთვის ოცნებობს რომელიმე უბრალო ქალზე, რომელიც მზად იქნება მოუსმინოს მას, ადამიანურად დააპუროს და გაათბოს. აი მაშინ კი აჩვენებდა საკუთარ თავს.
ნუ დააყენებთ კარიერას ოჯახზე მაღლა. დაე თქვენს ქმარს სტკიოდეს თავი ამ საკითხის გამო.

მონადირე
ის მიმზიდველია, ლამაზად იცმევს, კეკლუცობს, მოკლედ, უბრალოდ აჯადოებს მამაკაცს. მიზანი ერთია: გათხოვება, და რაც შეიძლება მალე! და აი, მონუსხა, გაახვია თავის ქსელში, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყმევინა და მორჩა! მიზანი მიღწეულია. შეიძლება მოდუნება. უყურებს კაცი ასეთს და ვერ ცნობს მასში იმ გასაოცარ, ყოფილ ლამაზმანს, რომლის წარდგენაც მეგობრებისათვის არ შეარცხვენდა. ახლა მას უსუფთაოდ აცვია, დაუვარცხნელი, გაურკვეველი ფერის გაქონილი ხალათი, ხშირად ოთახში პანტალონებით დარბის, ღამის პერანგი – ტომარასავითაა, კოლგოტზე თვალია წასული, და ვერაფერ სექსუალურსა და მიმზიდველს კაცი მასში ვეღარ ხედავს. თანაც ისე იქცევა, როგორც ბაზრის ქალი. მოკლედ, იგი აღარ აქცევს ყურადღებას თავის თავს, რადგან თვლის, რომ მიზანი მიღწეულია. და რა გამოდის, რომ საცოდავმა ქმარმა მთელი ცხოვრება ასეთ ქალთან ერთად უნდა გაატაროს?

იგი სხვისკენ გაიწევს. და შემდეგ მიხვდება "მონადირე" რაც მოხდა, მაგრამ გვიანი იქნება. ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, უზრუნველად გამთბარიყო მისსივე რჩეულის გვერდით. ქალი ყოველთვის ქალად უნდა დარჩეს. აღარ აქცევთ ღურადღებას საკუთარ თავს? ე.ი. დაბერდით. არ ღირს დროზე ადრე იქცეთ შეუხედავ ქალად. ასეთები ისედაც ბევრია ქუჩებში.
თოვლის დედოფალი
როგორც წესი, ეს ქალები ლამაზები არიან, შეუძლიათ დაატყვევონ და ყველაფერი წაართვან მამაკაცს, რასაც საჭიროდ ჩათვლიან. იგი ადვილად გამოიყენებს სექსს რაიმეს გამორჩენის მიზნით, ადვილად მანიპულირებენ მამაკებით თავის სასარგებლოდ. ასეთი ქალი სასტიკია და ანგარიშიანი. საკუთარ სიცივეს თუ ფრიგიდულობას თვალთმაქცობის ნიღბის ქვეშ მალავენ და საწოლში მოჩვენებით აღფრთოვანებას გამოხატავენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, მან არ იცის რა არის სიყვარული და არ იცის როგორ მიიღოს სიამოვნება მისგან. მას სხვა რამ სჭირდება. ასეთ ქალებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ. მხოლოდ ანგარიში: შენ – მე, მე – შენ. როგორც წესი, ისინი მხოლოდ საყვარლად გამოდგებიან. მაგრამ მთელს ცხოვრებას ასე ხომ არ გაატარებს?
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<