siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 7:36 PM    
siyvaruli.in
ღამეა - ვარსკვლავთა ჯგუფების მარხილი,
ქარია, რომელიც დაიწყო სიოდან,
შენს მხარზე მეძინა და თავი ვამხილე,
რომ ერთად ვიყავით და მაინც მციოდა.

რომ ახლა შავია უდაბნოს მირაჟი
და მოჰგავს კედლებზე დახეულ აფიშებს,
ცოდვაა ყოველი დღე უფლის წინაშე,
რადგანაც მართეს და ფილმივით გათიშეს.

აქ ახლოს ზღვა არის, ზღვა არის შვეული,
ვამთავრებ ცხოვრებას, ასაკით ოცდაერთ,
წასვლამდე ერთხელაც ჩემს ცოდვებს შევუვლი,
რომლებიც ჩემია... რომლებიც მომტაცე -

უფალო... მახსოვდა მანამდე სამს ეკლო
წუთები, მცირედი (ვიბნევი მე დროშიც),
როდესაც დაეცა სიჩუმით სამრეკლო...
სამრეკლო - სულის და ტაძრების მედროშე.

ქარი დგას სკამზე და სიმაღლეს აზუსტებს,
ქარი დგას ხეებში და თითქოს ვერ ვიტან,
მე არ ვარ ისეთი, რომ მერქვას კაზუსი,
და მაინც ვირღვევი მეორე ნერვიდან.

მინდორში იზრდება ხვია და ნარცისი,
სავსე მაქვს ბალახით ჯიბე და სარჩული,
რადგანაც ვხვდები რომ ბედი მაქვს არც ისე -
ლამაზი... და მაინც ლამაზად ვარჯულებ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<