ქარმა შენი სურნელება მომიძღვნა, მდინარება ნარინჯისფერ ხეობის იშლებოდა ახლო თვალსაწიერით ქართან ერთად ხეტიალი მომინდა... იმ დღეების ფერს ვიხსენებ დილიდან, ეტყობოდა არ ეწვნია ღალატი, შარი-შური შენი კაბის მაბნევდა, მოვვლეთ როცა ჭრელა-ჭრულა ქალაქი. დაღალულ კაცს ჩამოგავდა ღრუბელი, შორი გზიდან ცის კიდეზე მონადენს... შემოდგომის იყო ფერისცვალება, როს ქარებმა შენი ფიქრი მომანდეს... შეშფოთებას ამჟღავნებდა თბილისი, შენთან ერთად ხეტიალი მომინდა... იყო ღამე... იყო ბნელი ქუჩები... ქარმა შენი სურნელება მომიძღვნა... |