ვამბობთ,
რომ ამქვეყნად ყველაფერს გაუძლებთ,
ძლიერნი ტკივილსაც იოლად აიტანთ
და კლდე დგას როგორი ამაყიც ზღვის თავზე,
ისე სჩანს ყოველთვის თქვენი გზაც ქალიდან...
იცი, რომ ტანჯვამ თუნდ ძარღვიც კი გაწყვიტოს,
კაცი ხარ! - ჯობია ატანას ეცადო,
ტკივილთან გაქცეულს თვალები გაგყიდის,
თვალები ყოველთვის სიტყვაზე მეტს ამბობს.
რთულია დაიწყო ცხოვრება თავიდან,
ცხოვრება - შუაში გაწყვეტილ ფირიდან...
კაცები თავის ცრემლს სხვებთან თუ მალავენ,
არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს ტირიან... |