siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-06 - 12:04 PM    
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,

დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?

გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არვინ იცის,

და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,

ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.

და ვფიქრობდი: ჩემს შავ წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,

რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება,

ვსთქვი, სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად,რომ არ იყოს ხელოვნება.

მაგრამ ჩემში საუბრობდა ხმა დამწველი, ხმა ფარული:

\\\"- ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული,

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,

რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...

არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,

მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,

აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი\\\"!

შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...

მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას სწვდება.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<