siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-06 - 11:30 AM    
ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი

სდარაჯობს ეთერთ სიმშვიდესა და მყუდროებას.

მარტოდენ ზვირთი მოვერცხლილი და ძილგამფრთხალი

დროგამოშვებით გაიტაცებს საწუთროებას.

თავის სიზმრებით, თავის მწარე მოგონებებით,

დაღლილ-დაქანცულს უსაფუძვლო სიცოცხლის ვნებით.

მე მახსოვს და არ მავიწყდება ვარსკვლავთ კაშკაში,

შუქთა ფერხულში ისე ნაზად გადაშლილიყო,

და მხოლოდ მარტო ვარსკვლავებმა იცოდნენ ცაში,

რომ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

ჟამი რბიოდა... ვერ ასწრებდა შეხედვას თვალი

და შეეჩვია გული სევდას, ურწმუნოებას.

ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი

ისევ სდარაჯობს სიმშვიდესა და მყუდროებას.

ვარსკვლავთა ხომლი ისევ დნება შუქთა ფრქვევაში,

ზღვისა ყვავილებს უალერსებს სამხრეთის ქარი,

ახლაც კი, მხოლოდ ვარსკვლავებმა იციან ცაში

ჩემი ფიქრები და წარსულის მწარე ზღაპარი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<