მე მომენატრე და ამიტომ გწერ, მე იმას მოგწერ რაც არ მითქვია, გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ, შენი გული კი მგონი სხვისია . მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით, და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ, წამით რომ მაინც გადაგივიწყო, და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ. მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრობლად, დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს, სევდიანი ვარ როგორც არასდროს, ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს. მგონი ვგიჟდები, ამ წუთში ახლა, მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა, ახლა დავთვრები და მონატრების, უკანასკნელი ღამე იქნება. თუ გიყვართ ვინმე ერთად დავლიოთ, დარდით ოცნებას დავეძალებით, მოდით დავთვრეთ და გადავივიწყოთ, რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით. დავლიე ღვინო და დავითვერი, მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა, გინდ მთვრალი ვიყო გინდა ფხიზელი, აზრი არა აქვს, მაინც მახსოვხარ |