|
შენს სხეულს ეხლა სხვა სული ბუდობს, შენსში სუნთქვას იწყებს ან ნორჩში ია ან ანცი ბიჭუნა გიჟურად ბურთობს შენ ეხლა ჩემთვის ქალღმერთი გქვია. შენი თვალები სხვაგვარად ბრწყინავს შენ ხომ უკვე სხვის ნაცვლადაც გძინავს... და მე ყურს ვუგდებ შენს ყოველ ბგერას, შენს გულის ხმაურს მის გულის ძგერას! შენ ეხლა უფრო ლამაზი გახდი თუმც შენი ძილით უკვე მაოცებ ამაღამ თუ კვლავ საბანს გადამხდი გავცივდები და ვეღეარ გაკოცებ! შენ თუმცა გახდი უფრო ლამაზი თუმც უფრო ზანტი და უფრო ზარმაცი, ერთი ფინჯანი ყავის ლოდინში შუადღემ მომისწრო გაყინულ ლოგინში... და მაინც ვრჩები მე იმ დგის ცდაში, როცა ყიჟინით მიწას ცას ავხდი, მორიგე მედდა მახარებს გზაში, რომ მამა გავხდი, რომ მამა გავხდი.. შენი გულისთვის ყველაფერს ჩავიდენ, რასაც ისურვებ ყველაფერს გაჩუქებ, მე კი სანუკვარ ოცნებას ავიხდენ უფლის ნებით თუ ტყუპებს მაჩუქებ!!! შენს სხეულს ეხლა სხვა სული ბუდობს, შენში სუნთქვას იწყებს ტან ნორჩი ია, ტან ანცი ბიჭუნა გიჯურად ბურტობს, შენ ეხლა ჩემთვის ქალღმერთი გქვია... ♥ ♥ ♥ ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი... როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში.... |