მე მოგონება შემხვდა ამ დილას... გადამეხვია, გიჟივით მკოცნის... ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა... და დარჩენილა ისევე მორცხვი... არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს... მაგრამ... შენს თვალებს მაინც ვიხსენებ... არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს... სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ... მაინც გიპოვი და ამ იმედით დაგეძებ ასე... მთელი ცხოვრებით... მე, ფინალამზე უკვე მივედი... და ვიცი, მუდამ გემახსოვრები... როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი, არადა... თითქოს რაღაც მაჩერებს... მე შენს სიყვარულს მაინც არ ვიშლი... და ვეღარავინ ვერ შემაჩერებს... დაგიცავ ისე, როგორც გიცავდი ვხედავ... შენს თვალებს ახრჩობს სისველე... მე შენთანა ვარ, კუბოს ფიცრამდე... და თუ მოასწრებ, მოდი მიშველე ... ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა... მე კი ვარ... ისევ ისეთი, მორცხვი... მე მოგონება შემხვდა ამ დილას... და ისევ ისე, გიჟივით მკოცნის... |