siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 9:54 AM    
siyvaruli.in
როცა სამშობლოს ტოვებდით,
გზა დაგილოცათ თბილისმა
და დღესაც მისი ლოცვები,
გულზე გკიდიათ თილისმად.

ის, როგორც დედა მშობელი,
თავის შვილების ლოდინში,
ოცნებობს გულში ჩაგიკრათ
და მოგიხადოთ ბოდიში.

რადგან ცხოვრებამ ყველანი,
თქვენ დედის უბეს გაგყარათ,
მაგრამ თქვენ გელით იცოდეთ,
თქვენი სამშობლო პატარა.

თქვენ ქართლის დედა გეძახით,
მტკვარი, არაგვი, რიონი,
თქვენი ქვეყანა გეძახით,
ლექსებით გალაქტიონის.

როცა სამშობლოს ტოვებდით,
გზა დაგილოცათ მთაწმინდამ,
ამ განშორების ცრემლებით,
თითქოს ქვეყანა ატირდა.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<