siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 9:40 AM    
siyvaruli.in
მაისის ბოლომდე წვიმებია,
მაისის ბოლომდე მეხსომები...
როცა წინასწარ გპირდებიან
უნდა დაიჯერო ეს ოხერი!

მერე რა იქნება მე რა ვიცი,
მერე ვერც ვერაფერს დაგპირდები.
იქნებ ამოვარდეს ქარებიც კი
ისე აირიოს ამინდები.

მაისის ბოლომდე იმედი მაქვს,
არა და უკვე მაისია.
ცას ლეგა ღრუბლები შესევია,
დღეებს ითვლიან და არ იციან,

წვიმა გამალოთებს სასმელივით.
შენ კი, დამაბრალე გულგრილობა.
ხელის გულებივით დამისერეს,
შუბლზე მწუხარება განედებმა.

მაისის ბოლომდე წვიმებია.
დღეები ისე მალე ბოლოვდება,
წლები სიჩქარისგან იღლებიან...
უკან ბრუნდებიან ფრაგმენტებად.

მაისის ბოლომდე წვიმებია,
მაისის ბოლომდე მეხსომები.
თვალები წვიმებით ივსებიან,
სახეს მარიდებენ გამვლელები.

მაისის ბოლომდე წვიმებია,
მაისის ბოლომდე მეხსომები..

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<