ატეხილ ქარებს რა შეაჩერებს, უსიყვარულოდ ფოთოლცვენაში როგორ ვიპოვო ჩვენი ფოთლები, წვიმას რა უთხრა სიყვარულზე რით დავამშვიდო მზე,რომ ამოვა მე უშენოდ როგორ ვიქნები... უსიყვარულოდ როგორ შევხვდე მე ამ გაზაფხულს ან ზღვას რა უთხრა,მთას ავხედო რა დამშვიდებით ველად გავიჭრა?! რა ვიყვირო მარტო შეშლილმა.............. ვისთან მივიდე თუ ვერ გავძლებ და გავგიჟდები. ატეხილ ქარებს შეაჩერებს ეს სადღეგრძელო, ხმელ ფოთლებს წყალში ჩავალაგებ მზეს დავპირდები, სულ სხვას ვაკოცებ სხვასთან მივალ დასამშვიდებლად თუ სატრფოს სხვისი ბაგე უყვარს და არ ვჭირდები. აი წვიმას კი მე ვერაფერს ვერ დავუმალავ ვეტყვი, რომ მარტო დავთვერი და გზა ამერია...... " მერე რა მოხდა მე და წვიმა თუ გავგიჟდებით გიჟების ხვედრი მზე, მთვარე და ვარსკვლავებია" |