მისი ცხოვრება შენით ტკბებოდა, მისი ძვირფასი შენ გეძღვნებოდა, კვდებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა, რომ სიყვარული ასე ლღვებოდა. ის გენდობოდა შენი სჯეროდა, მას გული შენთვის სულ უმღეროდა, უშენოდ სიო მისთვის არ ქროდა მას სიყვარული ასე უქროდა. შენ კი რა ჰქნი!? ფეხქვეშ გათელე, გრძნობა, სურვილი სულ გადათელე, მართალი, თყუილი ერთად ამთელე, მადლობა ღმერს რომ ვერ გაამთელე. რასაც გინდოდა ხომ მიაღწიე? მაგრამ ამით რა იმ მთას აღწიე? სადაც მან გრძნობა მაღლა ასწია და სიყვარული აკვნით არწია. შენ სიყვარულის არა გცოდნია, თქვენ შორის უკვე კი კოცონია, ნუთუ შენ მისთვის არ გილოცნია? ვითომ შენ მისთვის არ გიოცნია.!? |