,,ფეხით შევდგომივარ უმადურად ყვავილს უწყინარს და სანდომიანს, გული მიტკენია უნებურად, ვისი გულისტკენაც არ მდომია, ბევრჯერ შევლევივარ დღეებს ძვირფასს, სხვისთვის მიმიცია მაგალითი, კაცის გულის ფსკერზე ჩამიყვინთავს და შიგ მიპოვია მარგალიტი. ბევრჯერ უნიათო გაჭირვებას თავი დავაღწიე სასახელოდ, ალბათ ამიტომაც არ მჭირდება, ვინმეს თანაგრძნობა გამახსენონ. და თუ შევდგომივარ უმადურად ყვავილს უწყინარს და სანდომიანს, გული მიტკენია უნებურად, ვისი გულისტკენაც არ მდომია. ვინმე თუ ზედმეტად მეცოდება, ჭირში თავი ჩემი თუ ვერ ვძლიე, ღმერთო, მაპატიე შეცოდება,- ნებისმიერი თუ უნებლიე!" |