|
ახლა ისე მენატრები, მინდა იმდენჯერ გითხრა რომ მიყვარხარ, სანამ ხმა არ ჩამეხლიჩება, ისე ჩაგეხუტო, რომ ერთმანეთს ვეჯიბრებოდეთ, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს სუნთქვაშეკრული, იმდენ ხანს გეფერო, სანამ ხელებიდან სისხლი არ წამომივა. მინდა ერთად ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ ყველა იმ თემაზე, რომლეზეც ჯერ არ გვისაუბრია, შენ კი, ხანდახან ისე საყვარლად იცინოდე, როგორც იცი ხოლმე. მაგრამ ის არ იცი, რომ ვგიჟდები მაგ სიცილზე, როგორი ბედნიერი ვარ, როცა თვალებში გიყურებ და ვხედავ რომ გიყვარვარ. აუ, აუ ძალიან მენატრები : ( როგორ მინდა ახლა მოგწერო მაინც, მაგრამ არ მინდა გაგაღვიძო, დილამდე შენზე ვიფიქრებ და დილით მოგწერ, შენზე ფიქრში ისე მალე გადის დრო, ძილი ვერც კი ხვდება, რომ უნდა მოვიდეს და მომერიოს. შენ არ იცი, როგორ მინდა ახლა მოგიყვე ჩემი ისტორიები, გითხრა როგორ შეცვალე ჩემი ცხოვრება და აზრები, ყველა გოგოსა თუ ქალზე რამდენად მაღლა დგახარ და როგორ აუფასურებ მათ არსებობას ჩემთვის, როგორ უმნიშვნელოებს ხდი მათ, როცა იღიმი, როცა თვალებს აბრიალებ ან იბუტები. ააააააააააააააააააააააააააააა <3 როგორ მინდა ბევრი მოგიყვე ჩემზე, მინდა ყველაფერი იცოდე და არაფერი დაგიმალო, მინდა ჩემი ცხოვრება მოგიყვე იქამდე, სანამ შენ თვითონ გახდებოდი ჩემი ცხოვრება. ძალიან მიყვარხარ! შენგან ვისწავლე სიყვარული.. ჰო, შენგან, რომელმაც თავად არაფერი იცოდი სიყვარულზე. როგორ მაკლიხარ.. ძვირფასო, ძალიან მენატრები : ( ჩემი ნაწილი ხარ შენ, უკვე თვეებია, რაც შეუსვენებლად შენზე ვფიქრობ. მაშინაც, როცა გამოცდას ვწერ, გზაზე გადავდივარ, რამეს ვკითხულობ, შაურმას ვჭამ (თუმცა ამ დროს ცოტა ყურადღება მეფანტება ხოლმე), როცა ვიღვიძებ და როცა ვიძინებ. ჩემი არაცნობიერის ჩანაწერები წავიკითხე და თურმე ძილშიც შენზე ვფიქრობ. როგორ მინდა ახლა მძინარეს გიყურებდე და ჩუმ-ჩუმად გკოცნიდე, ფრთხილად, ისე, რომ არ გაღვიძებდე. ნერვები მეშლება, ვერასროს გამოვხატავ როგორ მიყვარხარ :/ ჩამეხუტე რა.. |