დრო უშენობით მაშინებს, მჯობნის,ბნელ ფიქრებს მისევს, შენ თუ არ გადამარჩინე, ვერ გადავრჩები ისე ვებრძვი უხათროს,ცინიკოსს ერთი იმედით მხოლოდ თუნდ უარესი წინ იყოს ოღონდ შენ დამხვდე ბოლოს ფიქრად და ლოცვად შენ მრჩები ის კი ტკივილებს მიჩენს შენ თუ არ გადამეჩვევი ვერ მომერევა ისე რითმებსაც ვეღარ ვიგონებ, და უშენობას ვითმენ, თუკი შენს ხმას გავიგონებ ჯანიც გავარდეთ რითმებს დრო დაგანახვებს სიმართლეს, იტყვის რაც ბევრჯერ უთვამს მიყვარხარ თვალის სინათლევ, ჩემო ჰაერო, სუნთქვავ ვათენებ ღამეს მთვარიანს თავს ოცნებებით ვირთობ მიყვარხარ როგორ ძალიან მეც ვეღარ ვზომავ თვითონ.. |