მაინც მიყვარხარ! ამომაგლიჯე გული მკერდიდან, მოდი თამამად! მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე, დღეს ხარ თამადა. სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი, მშრალად ვიტირებ, და როცა სუნთქვა შემიჩერდება, ბევრი იცინე. ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს, რა გინდა ნეტავ? მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ, როგორსაც მხედავ. ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი, ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო, მეხსიერებაც სულ წამიშალე, სულში მაფურთხე,ნუ გერიდება არ არის ძნელი, შენი სამოთხე მე მეხატება კუპრივით ბნელი, ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს ჩემს დასაცავად. სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ ვიგრძნობ ვინცა ხარ, და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას, "მაინც მიყვარხარ"... |