ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია. დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. ვით უკდავება, დედა ერთია, და ქვეყანაზე ომის დაწყება ეგ იგივეა - დედას ესვრიან. ახალს ლანდივით შორდება ძველი, ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან, არ გაჩენილა დედის შემცვლელი, - სილამაზე და დედა ერთია. დედა ერთია ვით სინანული, ვით სისპეტაკე, დედა ერთია, სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა მხოლოდ დედას თუ გაუბედნია. დედამ დათესა ეგ სილამაზე, დასაბამიდან რასაც ეტრფიან, ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია |