ქალო აყვავდა აკაცია შენ კი დახედე რა გაცვია?
თეთრი აკაციის ყვავილივით
მკერდი დაგხატვია საკინძესთან
ქალო ნუ თამამობ ასე ძლიერ
სადმე ნაბიჯი არ დაგიცდეს და...
მისი მოჭუტული მზერის იქით
იცი რამოდენა ალებია?
წადი შემოისხი რამე კიდე
თორემ ნახე უკვე ქარებია
წვივთან შემომძვრალი ნიავქარა
კაბას აგიწევს და გაგაციებს...
მე რას მეპრანჭები დალოცვილო?
ეგე გაეჯიბრე აკაციებს!