ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.