ასეთი იყო სიყვარული დასაწყისში,როცა დედამიწაზე ჩამოვედი..ყველაფერი ნათელი იყო და ოცნება სიყვარულზე ამიხდა თითქოს..მიხაროდა,მახსოვს ვცეკვავდი ზღვის ნაპირზე .. სიყვარული ადამიანივით სახლდება ჩვენში... ანგელოზივით თბილია მისი გამოხედვა..
-მხარზე დამეყრდენი,,შენი დარდი ჩემთან დატოვე და იყავი ბედნიერი'''
გამიღიმა,როგორც ყოველთვის..
... მიხარია უბრალოდ...მისი სუნთქვა,ისეთივე უსასრულოა და იდუმალი,როგორც თავად სიყვარული...დევკაცივით დააბიჯებს და ღრუბლები ხელის გულზე იფანტებიან...
-გამიღიმე,როგორც ბავშვობაში..როგორც მაშინ პირველად რომ გაგიცანი,თუმცა ჩვენ ყოველთვის ვიცნობდით ერთმანეთს...
უხარია...წვიმას სვამს უპეებით და ჩემი სიფრიფანა თმები მხრებზე ეხვევიან..