siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 11:59 AM    
siyvaruli.in
ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ,
გიშრის თვალთან თვალით მისათვალი ვარ!
ვაჟკაცისთვის წელის დამმშვენებელი,
შავ ქარქაშში ჩაგებული ხმალი ვარ...
ფარჩის კაბით ბნელში გავიშრიალებ,
ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ!

მეც არ ვიცი, ალმასი ვარ, ლალი ვარ
დაკარგული ძველი ნატვრისთვალი ვარ,
თუ წარბებად შავის კალმით ნაწერი
საიათნოვას მუხამბაზის პწკარი ვარ, -
და თითების საალერსოდ ასხმული
მძივად ვწევარ, - შავი მინანქარი ვარ!

თუ ხან თაფლის სანთელივით მკრთალი ვარ -
ფრთხილი სუნთქვით ჩასაქრობი ალი ვარ!...
საყურეთა ჩრდილში გადაკარგული,
თვალდახუჭვით მისაგნები ხალი ვარ.
სიყვარულის და სიმღერის დრო არის,
მე კი ბანზე ჩუმად გადმომდგარი ვარ!

ჩემს მომღერალს ვუცდი ყელამართული,
ხელით გულთან ასატაცი თარი ვარ,
ჩუმი ღელვით კლდეებს ვეალერსები,
საყვედურით მობუტბუტე მტკვარი ვარ,
სიყვარულის და სიმღერის დრო არის,
წვიმის შემდეგ გამოსული დარი ვარ!
გამარჯვების ხმა მოფრინდა ქალაქში,
მეც შავ წარბებს გავშლი... და მერცხალი ვარ!
ფიცხელ ომში დაღლილ მეომრისათვის
სანატრელი ერთი პეშვი წყალი ვარ...
რაა სწრაფვა, რაა ხარბი წყურვილი -
გაღვივებულ ეშხის ნაპერწკალი ვარ!

ამამღერეთ, ცეკვით აღმაფრთოვანეთ,
მკლავგაშლილი ღანუს ნიავქარი ვარ!...
არა, ღამის ნიავქარი კი არა -
მოტრფიალე გულის ღია კარი ვარ,
მე ჩემს ვაჟკაცს, ჩემს მომღერალს ვეძახი,
ერთი ვინმე შავთვალწარბა ქალი ვარ!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<