არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზავ თითებს?.. თვალებს....რას უზავ თვალებს?.... |