მე სიამაყე გავთელე წუთით, შენს წინ მოვედი დახრილი ლანდი. შენ არ იფიქრო, არ გაამაყდე და არ გარიყო დაღლილი ქალი.
ქალი ვარ! გრძნობებს ისევ ავყევი, ფართო თვალებზე მემჩნევა ცრემლი, რამდენი ღამის ნაგროვებია ვერც კი დაითვლის უფალი ღმერთი.
მე სიამაყე შენით გავთელე, რომ სიამაყის მეგრძნო სიმდაბლე შენ არ გამთელო თუნდაც ამ წუთას და არ დაეცე სულით მიწაზე.
გეტყვი მიყვარხარ-ნუ შეიცხადებ, თუ ატირდება ამაყი სული, მეპატიება, რომ სიყვარულში სიამაყე რომ გავთელე წუთით. |