siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 11:38 AM    
siyvaruli.in
ამპარტავნება- ყოველგვარი ცოდვის თავია,

უმადურება - უკურნავი სენი და ჭირი.

სასოწარკვეთა- თვითმკვლელობის დასაბამია,

ანგარება კი ბოროტების ფესვი და ძირი.

სიძვა და შური- სათნოების შემმუსვრელია,

ნაყროვანება- სალმობაა სათრგუნვად ძნელი.

მრისხანება კი ულმობელი კაცისმკვლელია,

ყველა მათგანი გენია და ჯურღმული ბნელი.

ამპარტავნების- წამალია მხოლოდ სიმდაბლე,

ბილწი სიძვისა - სიწმინდე და უმანკოება.

მრისხანებისა - შეწყნარება, სულის სიმშვიდე

სასოწარკვეთის - ყოვლადწმინდა ღვთის სასოება.

გულმოწყალებით- ანგარება განიკურნება,

შურიანობის- მალამო კი სიყვარულია.

მარხვით- ეძლევათ ნაყროვანებს სულის კურნება,

ყველა წამალი, ცხონება და სიხარულია.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<