siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 11:51 AM    
siyvaruli.in
თუ შეგიძლია, იყო მშვიდად, როდესაც ყველა
ცილს გწამებდეს და აღსარებას შენგან ელოდეს,
თუ შეგიძლია, როცა შენი არავის სჯერა,
არ დაეჭვდე და შენი თავის თვითონ გჯეროდეს.

თუ შეგიძლია, ელოდო და არ დაიღალო,
მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება,
შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო,
სხვის საჩვენებლად არ ადიდო შენი ბუნება.

თუ შეგიძლია, ოცნება და არდანარცხება,
თუ შეგიძლია რწმენისათვის ბრძოლით იარო,
თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხება
დარბაისლურად, ღირსეულად გაიზიარო.

თუ შეგიძლია, გაუძლო, რომ შენი სიმართლე
სულელთა მახედ მოიხმარონ ავმა ენებმა,
თუკი დაგემსხვრა, რაც გაგაჩნდა სულის სინათლედ
და ხელმეორედ წამოიწყე მისი შენება.

თუ შეგიძლია, ყველაფერი, რაც მოგიგია,
მოაგროვო და ერთ თამაშად სასწორზე დადო,
მერე წააგო ვაჟკაცურად, როგორც რიგია
და წაგებულზე ხმა არ დაძრა, არ დაიდარდო.

თუ შეგიძლია, შენი გული,ნერვი, კუნთები,
თუ არ მოგყვება, მხოლოდ ნებით დაიყოლიო,
თუ არ აჰყვები უძლურებას, არ დაკუნტდები,
რომ სიკვდილამდე შენი ჯერი ასე მოლიო.

თუ შეგიძლია, დარჩე კაცი ბოლომდე სათნო,
მეფის წინაშეც არ დაჰკარგო შენი ღირსება,
ანდა, გჯეროდეს, რომ ვერავინ ვერაფრით გავნო,
თუნდაც ხედავდე, რომ დიდება არ გეღირსება.

თუ შეგიძლია, ულმობელი ცხოვრების ბედის
ყოველი წუთი გაიხადო სანდომიანი,
მაშინ შენია ეს ქვეყანა და უფრო მეტიც,
მაშინ შენა ხარ ჭეშმარიტი ადამიანი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<