წლები ჩუმად გაპარულან სადღაც, შენ კი ისევ ახალგაზრდა რჩები, ხან იფერთხავ ფქვილით დასვრილ კაბას, ხან მოდურად შეგიჭრია თმები... ''დიდი ხარო'' მეუბნები, მაგრამ, დარიგებებს შენ ვერასდროს რჩები, ხან სიგრძეში დამიწუნე კაბა, ხან ჩემს გეგმებს დააჭერი ფრთები. მეშინია, არ დაგკარგო სადმე, მეშინია, არ ვინანო გვიან, ამიტომაც არ დაგტოვე ღამე და დავტოვე შუშაბანდი ღია... გავა დრო და დაგიმტკიცებ მალე, რომ გამზარდე, ისე, როგორც გსურდა, მოგეფერე, მაგ დათოვლილ თმებზე |