მოხეტიალე ფიქრები ვარ.
ოცნებები ვარ, ცაში ატყორცნილი, ნაირფერადიც და გამჭირვალეც...
ზოგჯერ სევდა ვარ, ნისლიანი და მოწყენილი..
ერთ-ერთი ვარ თქვენთაგანი.
თქვენს თბილ გულებთან შეჯერებული,
თქვენი მოყვარული, თქვენთვის მოხარული...
არც წერა ვიცი, და ამისათვის მკაცრად ნუ განმსჯით,
უბრალოდ რაღაც დამიგროვდა სათქმელი თქვენთვის,
ჩემთვის და შეიძლება არც არავისთვის.
ისე, უბრალოდ....
ჰოდა, მეც დავწერ, დრო კი მაქვს თავზე საყრელად ცამდე...
ჩემს გვერდსაც ასე დავარქვი - "რაღაცნაირი",
რადგანაც ვთვლი, რომ თავად ვარ რაღაცნაირი,
რაღაცნაირად, უცნაურად - თქვენი მოყვარული, თქვენთვის მოხარული.. |