ღამე, როდესაც სუყველას ძინავს, მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს. მას გონია, რომ მე იგი მიყვარს, მაგრამ მე მისი თვალები მომწონს. ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა, და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა, რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა. მოკვდა ისე, რომ ვერც კი გაიგო, რომ მე მომწონდა და არ მიყვარდა, და მე იმ დღიდან იმის საფლავთან ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა. ერთხელ, როდესაც ყვავილთა კონა, დავუდე ლამაზს, ჩემთვის დაკარგულს, ბრწყინავი ცრემლი შევნიშნე თვალზე, თითქოს ტიროდა წარსულ სიყვარულს. და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა, დროს მე მივყავდი, დროც მე მიმყავდა, ხალხო გესმოდეთ, რომ ის გოგონა ცოცხლად მომწონდა და მკვდარი მიყვარს!! |