ბევრი დამისხით!-დღეს სურვილი მაქვს სიმთვრალით მოვკვდე
სიყვარულისთვის წამებული ტოტივით მოვტყდე!
გემივით ისე ჩავიძირო გრძნობის ზღვის ფსკერზე
საუკუნეთა განვლის შემდეგაც ლექსი თქვან ჩემზე!
კიდევ დამისხით-ხომ შეხედეთ მაინც ვერ ვთვრები
ეს სადღეგრძელო მინდა შევსვა ვაზის ცრემლებით
გულით გისურვებთ-სიყვარულის ერთი გზით გევლოთ
და თუ დაგჭირდათ ჩემი სიცოცხლე თქვენ შემოგევლოთ |