siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 2:40 PM    
siyvaruli.in
ვიცი,რომ შეგრცხვება-თვალებში ჩამხედე,
ღმერთმა ქნას,მოგეცეს შვება და შენდობა,
ისედი ცუდი ხარ,ისეთი თავხედი,
რომ გულში ტკივილის კოშკები შენდება.

ვიცილებთ მთვარეებს,გავწყვიტეთ ხუნდები,
და ვითვლით ფურცელზე მიმოყრილ სტრიქონებს,
ვიღლებით,ვღონდებით,და როცა ვდუნდებით
მაინც იმ გარდასულ გაზაფხულს ვიგონებთ,

როცა მზე ხატავდა ბუნებას ღიმილით
და როცა სიცოცხლე გაყიდეს უჩვენოდ...
მხარზე გაუდია ბავშვს ზეცა ტირივით
და ტერფებს თემშარას დროდადრო უჩვენებს.

არც დედა,არც მამა ჩემთან,არც უფალი,
შენ უნდა გრცხვენოდეს რაც მოხდა,რაც იყო
(ათრიე ბოლომდე ეგ მძიმე გუთანი)-
დადგმული შოუა,თან უფრო საცირკო.

დავკეტე სეიფი და ძველი განჯინა,
ოჯახურ სითბოსაც ადვილად ველევი-
როცა კარს ხურავენ,გავდივარ ფანჯრიდან,
და გული თან მიმაქვს დაღლილი ხელებით.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<