siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 3:11 PM    
siyvaruli.in
გზად მიმავალმა ეს ფიქრიღა დავიმარტოვე

წინ სევდა ჩანს და სიხარული უკან დავტოვე...

წინ მოგონების აჩრდილია შავით მოსილი,

უკან კი მხოლოდ წუთებია თბილით ქსოვილი..

ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი საკითხავია

ერთს კი ვემთხვიე მოგონება წარმავალია..

ფიქრის ბილიკი აბორგდება გზა გზა მატარებს

შენზე ოცნებას მაჩუქებს და გზაზე დამაგდებს...

რადგან ამ ქვეყნად სასწაული ვეღარსად ვპოვე

შენზე ოცნებას კერპად ვაქცევ გზაზე დავტოვებ...

მე ღმერთად გაქცევ და გამოვლელს შენზე ვაგლოვებ

მერე კი ცრემლებს კონად შევკრეფ გზაზე ნაგროვებს...

კოშკებს ავაგებ ჩემს ოცნებებს სანთლად ავანთებ

ნაგროვებ ცრემლებს ჩემივ შექმნილ ღმერთთან ავაგებ...

მოგონებებზე ფიქრის სანთლებს კუთხეს დავტოვებ

ისე შევბორკავ გაქცევისას კვალს არ დატოვებს..

რადგან ამქვეყნად სხვა სასწაულს ვერაფერს ვპოვებ,

შენს ნათელ სახეს შავი მელნით ნაწერში ვტოვებ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<