გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური, არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ.. დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი, მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ… იცით, რამდენჯერ მიომია მე ამ დღიურში.? რამდენჯერ სახე დავუკუჭე სულ ფურცელ-ფურცელ, მაგრამ რა ვუყო.. ვერ ველევი, ვერ დავაბერე, თუმცა კი ყდაზე წავაწერე: „Block for all Users.!” თუ გნებავთ დარჩით, მოუსმინეთ ამ მელოდიას, მე წაგიკითხავთ.. წაგიკითხავთ.. კი.. წაგიკითხავთ… არა, ეს არა.. სიძველისგან სულ გადაშლილა.. აი, ეს იყოს.. მოუსმინეთ, არაფერს გკითხავთ… გესმით მისი ხმა.? ოღონდ მასე გთხოვთ ნუ მიყურებთ.. აღარ იღიმით.. მხოლოდ მორცხვად არხევთ ბაგეებს.. გესმით მისი ხმა.? ეგ თვალები ჩუმად მღერიან.. არ მითხრათ… ტირით.? რას უყურებთ.? სად.? კარებებს.? გთხოვთ, ქალბატონო.. დასველდებით.. ნუღარ ქვითინებთ, მდიდრულ მაკიაჟს გაიფუჭებთ.. ჯობს გადავფურცლო.. ასეთი რა ვთქვი.? მე უბრალოდ გადავიკითხე.. თქვენ გამაჩერეთ..წავიკითხო.?… |