კვლავაც ნაცრისფერი გახდნენ დღეები
და ისევ შემეჩვია სევდა,
ეს აუხდენელი ჩემი ოცნებები
სხვისთვის მაჩუქნინა, ნეტა.
ჩემთან ფანტაზიის ფერის შიმშილია,
ჩემთან სიუხვეა დარდის,
ფიქრი წყეული და ფიქრი საზიზღარი
ისევ ფეხაკრეფით დადის.
უხმოდ მიგორავენ ასე დღეები და
არ...ც მოწყენა მტოვებს მარტო,
ნეტავ, რად მეძებდნენ უცხო სიზმრები და
მერე მიმატოვეს რატომ?
დღეს მწუხარებამაც მომცა სიფხიზლის და
მუდამ ჩემთან ყოფნის ფიცი,
ერთი ნუგეში მაქვს - შენი ღიმილი და
ისიც მიმატოვებს, ვიცი ... |